logo_geo
ტანზანიელმა გულშემატკივარმა ფსონად ცოლი „დადო“ და წააგო!
- +

2 აპრილი. 2018. 00:43



მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გულშემატკივრებს ფსონების მრავალგვარი სახეობა უნახავთ. დაწყებული მოედანზე შევარდნიდან, დასრულებული გოლის ხელით გატანის. თუმცა რაც BBC-ს ერთ-ერთმა რეპორტიორმა მოგვითხრო, სრულიად განსხვავდება ადრე ნანახი ფსონებისგან.


როგორც ოსასუ ობაიუვანა თავის ოფიციალურ twitter-ზე წერს, ტანზანიის ერთ-ერთ სოფელში ორმა გულშემატკივარმა ადგილობრივი ჩემპიონატის შეხვედრაზე საკმაოდ უჩვეულო ფსონი გააკეთა. კერძოდ, „სიმბასა" და „იანგ აფრიკანზის" შეხვედრაზე ორი ტანზანიელი გულშემატკივარი ფსონად საკუთარ ცოლს ჩამოვიდა.


საბოლოოდ შეხვედრა „სიმბას" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. შესაბამისად, ერთ-ერთ აფრიკელ ქომაგს თავისი ცოლის დათმობა მოუწია.

 

 

 

 

 


წყარო http://footballnews.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი