logo_geo
სერგეი ლავროვი: ეს ბავშვური თამაშებია, არ გვსურს ამ თამაშებში ჩაბმა
- +

2 აპრილი. 2018. 14:58



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სხვადასხვა ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევება ბავშვურ თამაშს შეადარა და განაცხადა, რომ მოსკოვს არ სურს ამ ბავშვურ თამაშებში ჩაბმა.


„როგორც ბავშვობაში ვამბობდით - ვინც პირველმა დაიწყო, ის უნდა გაჩერდეს. არ გვსურს ამ თამაშებში ჩაბმა, თუმცა, ჩვენი პარტნიორები სწორედ ამით არიან დაკავებულები", - განაცხადა ლავროვმა.


მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნები გამოგონილი მიზეზებით დიპლომატების გაძევების გზით დიალოგისთვის არსებულ შესაძლებლობებს ამცირებენ.


„რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი, ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


სკრიპალების საქმის გამო, მსოფლიოს 28 ქვეყნიდან საერთო ჯამში 150 რუსი დიპლომატი გააძევეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი