logo_geo
რუსმა ტურისტმა დუბაიში პოლიციელს უკბინა
- +

4 აპრილი. 2018. 19:17

 

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი რუსი ტურისტი დუბაიში პოლიციელს დაესხა თავს და ძალოვანი უწყების ავტომობილის მინა ჩაამტვრია.

 

ინციდენტი თებერვალში მოხდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. პოლიციამ რუსი მოგზაურის დაკავება მაშინ სცადა, როდესაც ორი ტურისტი სასტუმროს შესასვლელში ფიზიკურად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ამ დროს პოლიციამ მათთვის ხელბორკილის დადება მოისურვა, თუმცა ამ დროს რუსმა ქალმა მას სახეზე უკბინა, შემდეგ კი მანქანის მინა ჩაამტვრია.

 

საქმეში დამნაშავედ სცნეს რუსი ქალი ტურისტი. ის სასამართლოს წინაშე 3 აპრილს წარსდგა. საბოლოო განაჩენს მას 29 აპრილს გამოუტანენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი