logo_geo
რატომ გაიზარდა რეკორდულად Facebook-ის გაუქმების მსურველთა რიცხვი?
- +

6 აპრილი. 2018. 03:03

 

მას შემდეგ, რაც Cambridge Analytica-ს მიერ Facebook მომხმარებელთა მონაცემების გამოყენების შესახებ გახდა ცნობილი, მკვეთრად გაიზარდა Google-ში Facebook account გაუქმების ინსტრუქციის მაძიებელთა რიცხვი.

 

ცნობილია, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, google-ში „როგორ გავაუქმოთ Facebook პროფილის” შესახებ, საშუალოდ, 10 000-დან 100 000-მდე ჩანაწერი იყო, ხოლო მხოლოდ 2017 წელს 100 000-დან 1 000 000-მდე შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე, რეკორდული მაჩვენებელია.

 

 

 

 

 

 

Facebook - მომხმარებლების მხრიდან ასეთი რეაგირება სავსებით ბუნებრივია, რაც პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გასაჯაროვებითაა გამოწვეული. დღესდღეობით კი, პროფილის გაუქმებას უამრავი ადამიანი ყოველდღიურად ცდილობს, რაც Facebook -ის პოპულარობასა და აქციებზეც მალევე აისახა. Facebook -ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, კონკრეტულმა დეველოპერებმა თვითნებურად გამოიყენეს უამრავი ადამიანის პერსონალური მონაცემები, რის გამოც ბოდიშს უხდის სოციალური ქსელის მომხმარებლებს და მონაცემთა დაცვის მექანიზმის გაძლიერებას ჰპირდება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი