logo_geo
გოგომ, რომელსაც საკონდიტროს რიგში წონის გამო დასცინეს, ყველა მაფინი იყიდა!
- +

6 აპრილი. 2018. 23:29

 

 

ჩვენგან შეხსენება ნამდვილად არ გჭირდებათ, რომ ცუდად განწყობილ ადამიანებს თქვენი დღის გაფუჭების უფლება არ უნდა მისცეთ, მაგრამ ხანდახან ამის თქმა უფრო მარტივია, ვიდრე შესრულება.

 

თუმცა 19 წლის ვეგამ მოულოდნელად წამოჭრილი უსიამოვნო სიტუაციისგან თავის დაცვა მარტივად შეძლო. რამდენიმე დღის წინ, თავის საყვარელ საკონდიტროში მაფინების შესაძენად მისული ვეგა რიგში იდგა, როცა მასზე ნათქვამ უხეშ სიტყვებს მოჰკრა ყური.

 

„ჩემს წინ ერთი ქალი ძალიან დიდი ხანი ყიდულობდა ტკბილეულობებს. როგორც იქნა, ჩემი რიგიც მოვიდა, როცა ჩემს უკან მდგომი ქალების ხმა მომესმა: „იმედია ეს გასიებული ყველა მაფინს არ იყიდის“, - წერს ის facebook-ზე.

 

ვეგას სიტყვებით, მას მხოლოდ 6 მაფინის ყიდვა სურდა, თუმცა მოსმენილით გაბრაზებულმა შურისძიება გადაწყვიტა და ყველა მაფინი იყიდა. ეს სიამოვნება კი მას $54 დაუჯდა.

 

თუმცა ეს ყველაფერი არაა. როდესაც ვეგა შემოტრიალდა, მან გაოცებულ ქალებს სთხოვა, მისთვის კარი გაეღოთ, რადგან ხელები მაფინებით სავსე ყუთებით ჰქონდა დაკავებული.

 

როგორც თინეიჯერი ამბობს, უხეშმა სიტყვებმა იმდენად ატკინა გული, რომ ცრემლები ძლივს შეიკავა, თუმცა საკონდიტრო კმაყოფილმა დატოვა და გემრიელი მაფინებით თავის თანამშრომლებს გაუმასპინძლდა.

 

ვეგას სტატუსს ფაცებოოკ-ზე 26 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. ამ ამბის შემდეგ კი, საკონდიტრომ ის მაფინებით დაასაჩუქრა და საყვარელი ტკბილეული სამსახურში მიართვა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი