logo_geo
სარა სანდერსი: სასანქციო სიის გაფართოება ტრამპისა და პუტინის მომავალ შეხვედრაზე არ აისახება
- +

7 აპრილი. 2018. 10:54

 

თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მორიგი გამკაცრება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მომავალ შეხვედრაზე არ აისახება.

 

პუტინთან შეხვედრის მომზადებაზე მუშაობა გაგრძელდება. პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარება სურს, მაგრამ ეს რუსული მხარის ზოგიერთ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. პრეზიდენტი კვლავ ხისტად იმოქმედებს, ვიდრე ჩვენ ამ ცვლილებებს არ დავინახავთ“, - განაცხადა სარა სანდერსმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა. ახალ სასანქციო სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი