logo_geo
ახალი ზელანდია ყოველწლიურად 100 მილიონი ხის დარგვას გეგმავს
- +

7 აპრილი. 2018. 16:38

 

ეკოლოგიური გარემოს გასაჯანსაღებლად ახალმა ზელანდიამ საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახა მიზნად, რაც ყოველწიურად 100 მილიონი ხის დარგვას ითვალისწინებს.

 

ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ჯეიდა არდენრის გეგმები მხოლოდ ხეების დარგვით არ შემოიფარგლება. მას სურს, რომ 2050 წლისთვის მავნე აირების ემისია 0-მდე შეამციროს. გეგმა თავისთავად გულისხმობს შიდაწვისძრავიანი ავტომობილების სრულ აკრძალვას და მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასვლას.

 

 

ახალი ზელანდიის მიზანი ამბიციურია, მაგრამ არა მიუღწეველი. მოხმარებული ელექტროენერგიის 81% ისედაც განახლებადი წყაროებისგანაა მიღებული. 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით სულ 38 ელექტრომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს მათმა გაყიდვებმა 5400-ს მიაღწია.

 

 

ამჟამად ახალი ზელანდიის ტერიტორიის 32% ტყითაა დაფარული. ჟურნალ NATURE-ს ინფორმაციით ზელანდიაში 11.5 მილიარდი ხეა. თუ პრემიერის გეგმა შესრულდა ამ ოდენობას 2050 წლამდე კიდევ 3.2 მილიარდი ხე შეემატება.

 

 

მონდომებისა და ქვეყნის განვითარების დონის გათვალისწინებით (შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $40 000 და ადამიანური განვითარების ინდექსით მე-12 ადგილი) უელინგტონში იმედოვნებენ, რომ დასახულ მიზანს მიაღწევენ.

 

 

 

 

 

წყარო - m2b.ge

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი