logo_geo
გერმანიის მთავრობა: საზარელი ამბავი მოხდა!..
- +

7 აპრილი. 2018. 21:08

 

გერმანიის მთავრობა დღეს ქალაქ მიუნსტერში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

 

„საზარელი ამბავი მოხდა მიუნსტერში. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია „ტვიტერზე“ განთავსებულ განცხადებაში.

 

თავის მხრივ, გერმანიის პოლიციაში მიიჩნევენ, რომ საფრთხე უკვე არ არსებობს. პოლიციაში აღნიშნავენ, რომ ჯერ ნათელი არ არის იყო თუ არა ეს ტერაქტი.

 

„ჩვენ გამოძიებას ყველა მიმართულებით ვატარებთ“, - აღნიშნეს გერმანიის პოლიციაში.

 

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. როგორც ცნობილია, ინციდენტში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

 

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი