logo_geo
მძღოლს, რომელიც გერმანიაში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა
- +

7 აპრილი. 2018. 23:06

 

ფურგონის მძღოლს, რომელიც გერმანიაში, გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ფურგონი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, - ამის შესახებ გერმანული გაზეთი Süddeutsche Zeitung წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი 1969 წელს დაბადებული კაცია. მას აქამდეც ჰქონდა სუიციდის მცდელობები. შესაბამისად, მომხდარი არ შეიძლება, უკავშირდებოდეს ტერორისტულ აქტს.

 

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დღეს დაეჯახა.

 

არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი და 30-მდე დაშავდა. ავტომობილის მძღოლმა კი თავი მოიკლა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი