logo_geo
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები
- +

9 აპრილი. 2018. 17:39

 

იაპონიის სამხრეთ ნაწილში მაგნიტუდით 5,8 მიწისძვრა მოხდა. The Mainichi-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

 

მედიის ინფორმაციით, ქალაქ ოგაში 50-მდე სახლი ელექტროენერგიის გარეშე, ხოლო 100 სახლი წყლის გარეშე დარჩა. გარდა ამისა, მიწისქვეშა ბიძგებმა გზებზე ნაპრალები გააჩინა.

 

ატომურ ელექტროსადგურში Chugoku Electric Power Co-ში აღნიშნეს, რომ სადგური შეუფერხებლად მუშაობს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი