logo_geo
დუბაიში თაღლითებს 500 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
- +

11 აპრილი. 2018. 01:36

 

 

დუბაის სასამართლომ ფინანსური პირამიდის შემქმნელებს 500 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა The National-ი წერს

 

ორი თაღლითის საქმიანობით 500-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. სასამართლომაც თითოეულ შემთხვევაზე ბრალდებულებს თითო წელი მისცა.

 

უცხოელი თაღლითები ე.წ. “პონცის სქემას“ იყენებდნენ, სადაც პირველი ინვესტორები ყველაზე მაღალ შემოსავალს ახალი ინვესტორების მოზიდვით იღებენ.

 

მათი საქმიანობა სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში 2016 წელს მოხვდა. ამ ხნის განმავლობაში მატ აქტივებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროში, ინდოეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ეძებდნენ. დააყადაღეს 25-ზე მეტი საბანკო ანგარიში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი