logo_geo
რასებს შორის ზღვარი პირობითია! – დნმ-ის ანალიზი Momondo–ს ექსპერიმენტში
- +

11 აპრილი. 2018. 02:17

 

 

 

Momondo–მ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც 67 სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის მიზანი იყო ადამიანებს მეტი გაეგოთ თავისი წარმომავლობის შესახებ და შესაბამისად, იმ ქვეყნების მიმართ გასჩენოდათ ინტერესი, რომელზეც მანამდე უარყოფითად ფიქრობდნენ, ან საერთოდ არ აინტერესებდათ.

 

ექსპერიმენტის დასაწყისში მონაწილეები თავიანთი წარმომავლობის შესახებ გამოკითხეს, ასევე დაუსვეს კითხვა, ვის მიმართ აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ კარგად იცნობენ თავიანთ “ფესვებს”. ექსპერიმენტის ფარგლებში, ყველა მონაწილემ გაიკეთა დნმ–ის ანალიზი.

 

ორი კვირის შემდეგ ყველა ერთ დარბაზში შეიკრიბა შედეგის მოსასმენად. აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება იყო დარწმუნებული საკუთარ წარმომავლობაში, ფაქტობრივად, არ არსებობს “სუფთა რასა” და ყველა ჩვენგანი იმაზე მეტად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე გვგონია.

 

პასუხები იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ზოგმა ცრემლებიც ვერ შეიკავა, მაგრამ ყველამ გამოთქვა სურვილი გაეცნო იმ ქვეყნების კულტურა, რომლებიც მანამდე მტრად მიაჩნდათ ან არაფრად აგდებდნენ.  ასე გააქრო საზღვრები ტურისტულმა ოპერატორმა და დაანახა ადამიანებს, რომ  მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში დაგვაახლოებს ჩვენს ნამდვილ წარმომავლობასთან.

 

– ადამიანებმა დაზუსტებით რომ იცოდნენ თავიანთი წარმომავლობა ალბათ არც რასიზმი იარსებებდა, არც შოვინიზმი და არც ომები, – დაასკვნა ერთ–ერთმა მონაწილემ.

 

P.S. Momondo დამოუკიდებელი ტურისტული საძიებო სისტემაა, რომელიც მილიონობით ადამიანს უადვილებს მოგზაურობას და სთავაზობს იაფად ფრენას, სასტუმროებს და მანქანის დაქირავებას, ასე რომ, ისარგებლეთ მომსახურებით და გაეცანით თქვენს „შესაძლო ფესვებს”.

 

 

 

 

big_banner
არქივი