logo_geo
ამერიკის სენატმა ცუკერბერგის გამოცდა ვერ ჩააბარა! - სენატორების უცნაური კითხვები
- +

12 აპრილი. 2018. 10:26

 

 

Facebook-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის სენატის იურიდიული და ვაჭრობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაკითხეს.

 

5-საათიანი მოსმენისას Facebook-ის  დამფუძნებელმა დაშვებულ შეცდომებსა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რასაც Facebook მომხმარებელთა მონაცემების უკეთ დასაცავად გეგმავს.

 

თუმცა, მარკ ცუკერბერგის პასუხების ნაცვლად, მთავარი განსახილველი თემა სენატორების შეკითხვები გახდა.

 

მოსმენისას ნათელი გახდა, რომ ამერიკელი კანონმდებლობის უმრავლესობას 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებზე წარმოდგენა არ აქვთ.

 

მთავარი განსახილველი თემა - „სოციალური მედიის კონფიდენციალურობა და მონაცემების შეგროვება-გამოყენება” ბევრ სხვა თემასთან აითქვიფა. ამის შესახებ სენატორმა ჩაკ გრესლიმ ისაუბრა.

 

„შეხვედრა საერთოდ არ ემსახურებოდა თავის რეალურ მიზანს. კონფიდენციალობის პოლიტიკაზე არსებული კრიტიკული კითხვების ნაცვლად, აბსურდული შეკითხვები და ბრალდებები ისმოდა.“

 

იმ სენატორების გვერდით, რომლებიც Facebook-ის არსში ვერ ერკვეოდნენ და არაადეკვატურ კითხვებს სვამდნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებთაც ლოგიკური კითხვები გაუჩნდათ. მაგალითად, კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი, რომელმაც ცუკერბერგს მოსთხოვა აეხსნა რამდენად საფუძვლიანად ადევნებს თვალს Facebook მომხმარებლების აქტიურობას სოციალურ ქსელს მიღმა და რატომ არ შეატყობინა პლატფორმამ ჯერ კიდევ 2015 წელს საზოგადოებას, რომ მათი მონაცემები კემბრიჯ ანალიტიკას ჰქონდა და ამუშავებდა.

 

ლოგიკური და საქმიანი კითხვები იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა. Facebook-ის დამაარსებლის მისამართით, ძირითადად არაკომპეტენტური და ხშირად ღიმილისმომგვრელი კითხვები ისმოდა.

 

რამდენიმე შეკითხვამ Facebook-ის ელემენტარული საფუძვლების და მისი ბიზნეს მოდელის სრული უცოდინრობა გამოავლინა.

 

 

ამერიკელი სენატორების უცნაური კითხვები:

 

ორნი ჰეჩი და მარკ ცუკერბერგი

 

 

 

დებ ფიშერი და მარკ ცუკერბერგი


 

 

 

 

ჯონ კენედი და მარკ ცუკერბერგი

 

 

 

 

სენატორმა ბილ ნელსონმა იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა საკმარისი იქნება იმისათვის, რათა მომხმარებლების მონაცემები დაცული იყოს“

 

„ჩემი აზრით, თქვენ ძალიან უშუალო ადამიანი ხართ. ამას თქვენთან ურთიერთობის შემდეგ მივხვდი. თქვენ სწორი საქმეების გაკეთება გინდათ, რეფორმების განხორციელება. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს საკმარისი იქნება.“

 

მარკ ცუკერბერგი - შეცდომის აღიარება

 

მარკ ცუკერბერგი აღიარებს, რომ Facebook-მა შეცდომები დაუშვა:

 

„ადამიანების დაკავშირება საკმარისი არ არის, ეს კავშირები პოზიტიური უნდა იყოს. ადამიანებისთვის საკუთარ ინფორმაციაზე კონტროლის მიცემა საკმარისი არ არის - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია დეველოპერებმაც დაიცვან."

 

ამ დრომდე კომპანიას სკანდალი  მილიარდობით დოლარი დაუჯდა. ისევ აქტუალურია ჰეშთეგი #წაშალეფეისბუქი (#deletefacebook). Facebook-ის ანგარიშები დემონსტრაციულად გააუქმეს „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა და „ეფლის" თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ მარკ ცუკერბერგის კონგრესში გამოსვლას კომპანიისთვის კარგი შედეგი ჰქონდა - CNN-ის ინფორმაციით, Facebook-ის აქციების ფასმა 4,5%-ით მოიმატა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი