logo_geo
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა
- +

12 აპრილი. 2018. 11:41

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა.

 

„The Telegraph“-ის ინფორმაციით, 12 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიურ შეტევაზე ლონდონის ოფიციალურ პასუხზე სამსჯელოდ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.

 

„სავარაუდოდ, მთავრობა მხარს დაუჭერს მეის გადაწყვეტილებას და დიდი ბრიტანეთი შეუერთდება აშშ-ის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს. თუმცა, ჩვენი წყაროები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აშშ-სა და საფრანგეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებაა საჭირო“, - წერს გამოცემა.

 

 

 

big_banner
არქივი