logo_geo
ბრაზილიაში ციხიდან გაქცევის მცდელობისას 21 ადამიანი დაიღუპა
- +

12 აპრილი. 2018. 12:38

 

 

ბრაზილიაში, ქალაქ ბელემში, ციხიდან გაქცევის მცდელობისას სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გაქცევის მიზნით ერთ-ერთმა პატიმარმა დაცვას ცეცხლი გაუხსნა, რასაც შეტაკება მოჰყვა.

 

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთ სამართალდამცველი და 20 პატიმარი. დაშავებულია 4 პოლიციელი.

 

 

 

big_banner
არქივი