logo_geo
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ტურისტებისთვის გაიხსნა
- +

12 აპრილი. 2018. 14:35

 

 

 

უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, სადაც 1986 წელს ატომური ავარია მოხდა, ტურისტებისთვის გაიხსნა.

 

ელექტროსადგურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტორებისთვის არამარტო ტერიტორიის სამრეწველო ნაწილი იქნება ხელმისაწვდომი, რომელზეც ყველა ძირითადი ობიექტია განთავსებული, არამედ შიდა პერიმეტრი, კერძოდ, მესამე ენერგობლოკის მართვის დარბაზები.

 

ამასთან, ვიზიტორების მინიმალური ასაკიც არის განსაზღვრული და ის 18 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, სადგურის მონახულების შემდეგ ტურისტები აუცილებელ დოზიმეტრიულ კონტროლს გაივლიან და მათ მიღებული დოზის შესახებ ცნობას გადასცემენ.

 

1986 წლის 26 აპრილს სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მომხდარმა ავარიამ 200 ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია, ძირითადად უკრაინაში, ბელარუსსა და რუსეთში.

 

30-კილომეტრიანი ზონიდან 115 ათასამდე ადამიანი იყო ევაკუირებული.

 

ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 600 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 10%-ზე მეტი დაიღუპა. 165 ათასი ადამიანი შშმ პირად იქცა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი