logo_geo
დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
- +

13 აპრილი. 2018. 13:03

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ხუთშაბათს ღამით სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

 

დონალდ ტრამპსა და ტერეზა მეის ასადის რეჟიმისთვის ისეთი პასუხის გაცემა სურთ, რომ მან მომავალში ვეღარ შეძლოს აკრძალული იარაღის გამოყენება. მოსალოდნელი იყო, რომ იმავე თემაზე სატელეფონო საუბარი ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორისაც შედგებოდა, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა.

 

სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური გაზი 7 აპრილს გაუშვეს, რასაც მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი