logo_geo
აშშ-მ შესაძლოა, სირიაში მდებარე რვა სამხედრო ობიექტზე მიიტანოს დარტყმა
- +

13 აპრილი. 2018. 13:46

 

აშშ-მ შესაძლოა, სირიაში მდებარე რვა სამხედრო ობიექტზე მიიტანოს დარტყმა.

 

ტელეარხი „CNBC“ ინფორმირებულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოტენციურ სამიზნეებს შორის ორი სამხედრო აეროდრომი, კვლევითი ცენტრია, სადაც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის დამზადება ხდება. ინფორმაცია, თუ სად მდებარეობს გეოგრაფიულად ეს ობიექტები, არ ვრცელდება.

 

„CNBC“-ის წყაროს ცნობით, „სირიის არმიამ საჰაერო რესურსის მნიშვნელოვანი რაოდენობა რუსეთის მიერ კონტროლირებად აეროდრომებზე გადაიყვანა“.

 

7 აპრილს, ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი