logo_geo
სერგეი ლავროვი: მოსკოვს უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომ სირიაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო
- +

13 აპრილი. 2018. 15:08

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვს იმის უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო.

 

 „ამ დადგმაში უშუალო მონაწილეობა მიიღო ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა, რომელიც რუსოფობიური კამპანიის პირველ რიგებში ყოფნისკენ მიისწრაფვის.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტთა მისია სირიაში გაემგზავრა. ხვალ დილით ექსპერტები დამასკოში უნდა ჩავიდნენ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაემგზავრებიან დუმაში, სადაც ქიმიური იარაღის გამოყენების არანაირი მტკიცებულებები არ არის. ჩვენს სპეციალისტებს ქიმიური იარაღის გამოყენების კვალი არ აღმოუჩენიათ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

7 აპრილს, ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი