logo_geo
პოლიციელებმა მარიხუანას დანაკლისი თაგვებს დააბრალეს
- +

13 აპრილი. 2018. 17:00

 

არგენტინაში, პოლიციაში „ბეღელს თაგვი შეჩვევია“. ბუენოს-აირესის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პილარის პოლიციის საწყობში 540 კგ მარიხუანას დანაკლისი აღმოაჩინეს.

 

პოლიციის ყოფილმა კომისარმა და სხვა თანამშრომლებმა მოსამართლეს განუცხადეს, რომ ნარკოტიკები თაგვების მიერ იყო შეჭმული.

 

ბუენოს-აირესის უნივერსიტეტიდან მიწვეულმა ექსპერტებმა, თავის მხრივ, მათი ეს ვერსია ეჭქვეშ დააყენეს და გამოთქვეს აზრი, რომ თაგვები მარიხუანას საჭმელად ვერ ჩათვლიდნენ და დიდი ალბათობით, თუ ჩათვლიდნენ და შეჭამდნენ, მოკვდებოდნენ კიდევაც, საწყობში კი მკვდარი თაგვი არავის უნახავს.

 

4 მაისს პოლიციელები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და მოსამართლე გამოიტანს ვერდიქტს: მარიხუანას დანაკლისი პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შედეგია თუ თაგვების გაუმაძღრობის.

 

მცირე რაოდენობით მარიხუანას შენახვა-მოხმარება არგენტინაში დეკრიმინირებულია. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საწყობში 6000 კგ მარიხუანა შეიტანეს შესანახად, მაგრამ პოლიციის ახალმა კომისარმა თანამდებობის დაკავებისას აღმოაჩინა, რომ საწყობში მხოლოდ 5460 კგ იყო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი