logo_geo
პარიზი სირიას მოულოდნელად შეუტევს
- +

13 აპრილი. 2018. 18:32

 

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებში კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სირიას მოულოდნელად შეუტევს.

 

მისი თქმით, ამ საკითხის ირგვლივ ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ინფორმირებულია.

 

გასულ კვირას დასავლეთმა სირია ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიაზე საჰაერო იერიშს მიიტანდა. განცხადება აღმოსავლეთ ღუტაში, 7 აპრილს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას მოჰყვა.

 

თავის მხრივ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობას „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.

 

რეგიონში მიმდინარე საკითხზე ისაუბრეს ტერეზა მეიმ და დონალდ ტრამპმა. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი