logo_geo
დონალდ ტრამპი: აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას
- +

14 აპრილი. 2018. 11:18

 

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, „ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას: სამხედროს, ეკონომიკურსა და დიპლომატიურს“.

 

„ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ბრძანება მივეცი, დაეწყოთ ზუსტი დარტყმების განხორციელება სამიზნეებზე, რომლებიც სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან არის დაკავშირებული. ახლა მიმდინარეობს ერთობლივი ოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ორივე ქვეყანას მადლობას ვუხდით.

გზავნილი მაქვს იმ ორი მთავრობისთვის, რომელიც ასადის რეჟიმს მხარს უჭერს. კითხვა მაქვს ირანთან და რუსეთთან: ეს რა ქვეყანაა, რომელსაც სურს, უდანაშაულო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მასობრივ მკვლელობასთან კავშირი ჰქონდეს?“ - განაცხადა სატელევიზიო გამოსვლისას დონალდ ტრამპმა.

 

 

big_banner
არქივი