logo_geo
მომხრეები და მოწინააღმდეგეები - რეაქცია აშშ-ის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშზე
- +

14 აპრილი. 2018. 12:49

 

 

ევროკავშირის პარალელურად დასავლეთის ქმედებებს მხარს უჭერს თურქეთი. ოფიციალური ანკარა სირიაზე მიტანილ ავიაიერიშს „სათანადო დარტყმად“ აფასებს.

 

დასავლეთის ნაბიჯს მხარს უჭერს კანადის პრემიერ-მინისტრიც და აცხადებს, რომ პარტნიორებთან ერთად სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიებას განაგრძობენ.

 

მომხდარს გამოეხმაურა გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი სამანტა პაუერიც და დასავლეთის გადაწყვეტილებას „მართებული“ უწოდა.

 

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, შოტლანდია იყო. ქვეყნის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი მიიჩნევს, რომ ავიაიერიშები პრობლემებს ვერ გადაჭრის.

 

სირიაზე სამხედრო იერიშს გმობს ბელარუსის მთავრობა. ოფიციალური მინსკი მხარეებს მოუწოდებს, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზების ძებნა დაიწყონ.

 

პარალელურად ირანი შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს სირიაზე იერიშის მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია მთლიანად რეგიონზე აისახება. ირანის სულიერი ლიდერი კი მიიჩნევს, რომ ავიაიერიშები დანაშაულია და ამ ყველაფერს სასურველი შედეგი არ მოჰყვება.

 

კოალიციურმა ძალებმა სირიაზე საჰაერო იერიში დღეს გამთენიისას მიიტანეს. აშშ-ში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება.

 

გასულ კვირას დასავლეთმა სირია ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიაზე საჰაერო იერიშს მიიტანდა. განცხადება აღმოსავლეთ ღუთაში, 7 აპრილს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას მოჰყვა.

 

თავის მხრივ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობას „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.

 

ადგილები, სადაც დასავლეთმა სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა:

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი