logo_geo
ბინალი ილდირიმი აშშ-ს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს: სად იყავით აქამდე?
- +

14 აპრილი. 2018. 17:58

 

 

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას ეხმაურება.

 

ილდირიმის განცხადებით, ის დადებითად აფასებს აღნიშნულ ოპერაციას, თუმცა მუდმივი მშვიდობისთვის უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

 

„გასულ დღეებში ასადის საზიზღარმა რეჟიმმა უდანაშაულო ხალხი, ბავშვები გაანადგურა ქიმიური იარაღის გამოყენებით. იმ ქვეყნებმა, ვინც თავიანთ თავს მსოფლიოს ნამუსად მიიჩნევენ, გადაწყვიტეს, რეაგირება მოეხდინათ. სირიაში უკვე შვიდი წელია ბავშვებს კლავენ და ჰუმანიზმი მხოლოდ ახლა გაგახსენდათ, როდესაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს? სად იყავით აქამდე?“ - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

 

 

big_banner
არქივი