logo_geo
აშშ-ში უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
- +

15 აპრილი. 2018. 11:52

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი ქარისა და თოვლის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ყინვა და თოვლია მოსალოდნელი მინესოტას, ნებრასკას, აიოვას და სამხრეთ დაკოტას შტატებში. გარდა ამისა, ტეხასისა და ალაბამას შტატებში ტორნადოს ელიან.

 

უამინდობის გამო, მინესოტასა და ტორონტოს აეროპორტებში 750 ავიარეისი უკვე გადაიდო. რამდენიმე შტატში 80 000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი