logo_geo
ევროკომისიის შეფასებით, თურქეთი ევროკავშირს დაშორდა
- +

15 აპრილი. 2018. 18:47

 

ევროკომისიის შეფასებით, თურქეთი ბოლო წლებში სულ უფრო მეტად შორდება ევროკავშირს. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელშიც კომისია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აფასებს.

 

„ევროკომისიის შეფასებით თურქეთმა მნიშვნელოვნად დაიხია უკან ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამართლის უზენაესობა, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა, ფუნდამენტური უფლებების და გამოხატვის თავისუფლება. ამის გათვალისწინებით, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინ წაწევა წარმოუდგენელია“, – წერს გერმანული მედია.

 

ევროკომისია ასევე მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, გააუქმოს საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც პრეზიდენტმა 2016 წლის უშედეგო პუტჩის შემდეგ გამოაცხადა.

 

ამასთან, ევროკომისია თურქეთის ეკონომიკის მდგომარეობას დადებითად აფასებს. ბრიუსელში ასევე მიესალმებიან ანკარას მიერ მილიონობით სირიელი ლტოლვილისთვის თავშესაფრის მიცემას და მიგრაციული კრიზისის მოგვარების კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობას.

 

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, თურქეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში, ევროკავშირის გაფართოების შესახებ მომზადებული უფრო ფართო პაკეტის ნაწილია, რომელსაც სტრასბურგში დაგეგმილ პელენარულ სესიაზე, 17 აპრილს წარადგენენ.

 

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანაგარიშში, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ბალკანეთის ექვსი ქვეყნის საკითხი და თურქეთში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია იქნება შეფასებული.

 

მათ შორის საუბარი იქნება სერბეთზე, მაკედონიაზე, ალბანეთზე და ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციურ კანდიდატებზე კოსოვოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინაზე.

 

გერმანული მედიის ცნობით, ანგარიშში ნათქვამი იქნება, რომ ყველა ამ ქვეყანამ უნდა გააკეთოს მეტი, რათა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს. მთავარ პრობლემად ბალკანეთის ქვეყნებში კორუფცია რჩება.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი