logo_geo
ერევანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
- +

16 აპრილი. 2018. 16:57

 

 

ერევანში, ბაგრამიანის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მომიტინგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, საპასუხოდ სამართალდამცველებმა ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.

 

შეტაკების შედეგად, დაშავებულთა შორის საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, საპარლამენტო ფრაქცია „ელკის“ ლიდერი ნიკოლ პაშინიანიც არის, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ბოლო რამდენიმე დღეა ერევანში საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ.

 

აქციების მიუხედავად, სარგსიანი დღეს პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი