logo_geo
რუსმა დეპუტატმა აშშ-ის სანქციების საპასუხოდ თავისი iPad-ი გაანადგურა
- +

16 აპრილი. 2018. 18:40

 

 

 

რუსეთის ქალაქ იაროსლავის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, „ედინაია რასიას“ პარტიის წევრმა დიმიტრი პეტროვსკიმ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პასუხად თავისი iPad -ი გაანადგურა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო დეპუტატმა facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

 

თავისი ქმედება დეპუტატმა იმით ახსნა, რომ რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი რუსეთში ამერიკული საქონლის რეალიზაციის შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი