რუსეთის ქალაქ იაროსლავის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, „ედინაია რასიას“ პარტიის წევრმა დიმიტრი პეტროვსკიმ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პასუხად თავისი iPad -ი გაანადგურა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო დეპუტატმა facebook-ზე გამოაქვეყნა.
თავისი ქმედება დეპუტატმა იმით ახსნა, რომ რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი რუსეთში ამერიკული საქონლის რეალიზაციის შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა.