logo_geo
უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ
- +

16 აპრილი. 2018. 19:55

 

 

ერთდროულად ოთხი ტელევიზია - TMG, Sky, NRK, და Drtv უმბერტო ეკოს რომანის „ვარდის სახელის“ ახალ, რვა სერიან ეკრანიზაციაზე მუშაობს.

 

სერიალის ბიუჯეტი $32 მილიონია და მისი პრემიერა 2019 წლის ზაფხულში იგეგმება. ახალ შოუში მთავარ როლს რუპერტ ევერეტი შეასრულებს.

 

„ვარდის სახელი“ ეკოს პირველი რომანია, რომელიც 1980 წელს გამოიცა და 1982 წელს სტრეგას პრემიის მფლობელი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი ნიუ-იორკ თაიმსმა ის წლის ბესტსელერად დაასახელა.

 

წიგნის პოპულარობიდან გამომდინარე, 1986 წელს მისი ეკრანიზაცია გადაიღეს, რომლის რეჟისორიც ჟან-ჟაკ ანო იყო.

 

წიგნის სიუჟეტი შუა საუკუნეების იტალიაში, ერთ-ერთ მონასტერში ბერების მკვლელობას ეხება, საქმის გამოძიებას ფრანცისკანელი ბერი იწყებს. მთავარი საიდუმლო კი იმ ბიბლიოთეკის ლაბირინთებშია, სადაც უძველესი გამოცემებია დაცული.

 

ფილმში მთავარ როლს შონ კონერი თამაშობს, რომელმაც ბაფტას მთავარი პრიზიც მიიღო ამ პერსონაჟის განსახიერებისთვის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი