logo_geo
ნუმეროლოგებმა დედამიწის აღსასრულის ახალი თარიღი დაასახელეს
- +

17 აპრილი. 2018. 01:59

 

 

თუ თქვენ 23 აპრილს რამე გეგმები გაქვთ, სჯობს გადახედოთ, რადგან დედამიწას ამ დღეს შესაძლოა უდიდესი და იდუმალებით მოცული პლანეტა X, იგივე „ნიბირუ“ დაეჯახოს, რაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლეს დაასრულებს. ამის შესახებ Fox News სამყაროს აღსასრულის შესახებ კონსპირაციული თეორეტიკოსის, ე.წ. ქრისტიანული ნუმეროლოგიის მცოდნე დევიდ მიდის ნათქვამზე დაყრდნობით წერს.

 

დევიდ მიდის თქმით, 23 აპრილს მზე, მთვარე და პლანეტა იუპიტერი ქალწულის თანავარსკვლავედში გაერთიანდება, რაც ბიბლიური აღდგომის, მეორედ მოსვლის მანიშნებელია.

 

ზოგიერთი ასტრონომის თქმით, მითიური პლანეტა „ნიბირუ“ დედამიწის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობს, ამიტომ დევიდ მიდი დასძენს, რომ ის თუ ჩვენს პლანეტას არ დაეჯახება, სულ ცოტა ახლოს მაინც ჩაუფრენს, რაც დედამიწაზე ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს: ვულკანები, ცუნამები და მიწისძვრები.

 

NASA დაჟინებით აცხადებს, რომ „ნიბირუ“ არ არსებობს და ის გამონაგონია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი