logo_geo
ერევანში მიმდინარე მიტინგის ორგანიზატორი: აქ „ხავერდოვანი რევოლუცია“ იწყება
- +

17 აპრილი. 2018. 13:43

 

 

ერევანში მიმდინარე მიტინგების ორგანიზატორმა, პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

 

„სომხეთში რევოლუციური სიტუაცია შეიქმნა. მე აქ და ახლა ვაცხადებ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ“, - განაცხადა ფაშინიანმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

 

დღეს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის განხილვა და კენჭისყრა არის დაგეგმილი. გუშინ კოალიციურმა ძალებმა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინეს.

 

მომიტინგეებს, რომელთაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, პარლამენტის შენობის ბლოკირება და კენჭისყრის ჩაშლა სურთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი