ინდოეთის ოკეანეში, მალდივებზე, რომელიც 100-მდე კურორტს აერთიანებს, წყლის ქვეშ რეზიდენცია ააშენეს. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.
საცხოვრებელი იოგას ცენტრს, დელფინებით გარშემორტყმულ ოთახსა ორ საძინებელს აერთიანებს.
საცხოვრებლის აშენება $15 მილიონი დაჯდა.
მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. ინდოეთისგან სამხრეთ-დასავლეთით განლაგებული, კუნძულები გადაჭიმულია 764 კმ-ით ჩრდილოეთით სამხრეთამდე და 130 კმ-ით აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ფართობით 298 კმ²-ია.