logo_geo
მეცნიერებმა „მუტანტი“ ფერმენტი შექმნეს, რომელიც პლასტიკატს შთანთქავს
- +

17 აპრილი. 2018. 21:49

 

 

მეცნიერებმა შექმნეს ე.წ. მუტანტი ფერმენტი, რომელსაც შეუძლია შთანთქოს პლასტიკატი – ნივთიერება, რომელიც საყოფაცხოვრებო საგნებში მასიური გამოყენების გამო პლანეტას ძლიერ აბინძურებს.

 

ამერიკული მაუწყებლობის CNBC-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების განახლებადი ენერგიის ეროვნული ლაბორატორიის დეპარტამენტისა და გაერთიანებული სამეფოს პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდებმა კვლევის შედეგად მიიღეს ნივთიერება, რომელსაც დიდი ალბათობით, შეუძლია პლასტიკური ბოთლებისა და პოლიეთილენის ნარჩენების გადამუშავების პრობლემა მოაგვაროს.

 

როგორც ცნობილია, პოლიეთილენის და პლასტიკატის ნარჩენების გახრწნას ასობით წელი სჭირდება და ამ ნარჩენების გადამუშავება, დღეის მდგომარეობით გადაუჭრელ პრობლემად უდგას კაცობრიობას.

 

კვლევის შედეგად მიღებული ნივთიერება უფრო ძლიერია, ვიდრე ცოტა ხნის წინ იაპონიაში აღმოჩენილი ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის ნიადაგში იპოვეს. თუმცა სასურველი შედეგი რომ დადგეს, ახალი ფერმენტი კიდევ უნდა დაიხვეწოს. რამდენად მოხერხდება ახალი ფერმენტის გაუმჯობესება და ნარჩენების გადამუშავებაში ფართოდ დანერგვა – ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი