logo_geo
ატაკამის უდაბნოში ინკების უძველესი კალენდარი აღმოაჩინეს
- +

18 აპრილი. 2018. 02:51

 

 

მსოფლიოს ყველაზე მშრალ უდაბნო ატაკაში, ჩილეში, მეცნიერთა ჯგუფმა რამდენიმე „სეივა“, ანუ ქვების კალენდრები აღმოაჩინა — სტრუქტურები, რომლითაც ინკები განსაზღვრავდნენ და პროგნოზირებდნენ ასტრონომიულ მოვლენებს.

 

ადგილობრივ სააგენტო Andina-ს ცნობით, ქვები გასული წლის მარტიდან ივნისამდე მონაკვეთში, ზღვის დონიდან 4200 მეტრ სიმაღლეზე აღმოაჩინეს კოლუმბამდელი ხელოვნების მუზეუმისა და ობსერვატორია ALMA-ს მეცნიერებმა. შედგება დაახლოებით 1,2 მ სიმაღლის ქვის კონსტრუქციებისგან.

 

Andina-ს ინფორმაციით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კონსტრუქციები ზუსტად ისეა განლაგებული, რომ ემთხვევა მზის ამოსვლის წერტილს შემოდგომის ბუნიაობისას და ზამთრის მზებუდობისას.

 

ALMA-ს მკვლევართა განცხადებით, მზის ამოსვლისას კონსტრუქციების მიერ წარმოქმნილი ჩრდილის საშუალებით შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ასტრონომიულ მოვლენათა პროგნოზირება.

 

მიჩნეულია, რომ ინკების იმპერიის დედაქალაქი კუსკო ერთ დროს გარშემორტყმული იყო ასეთი კონსტრუქციებით, რომლებიც ასტრონომიულ მოვლენათა პროგნოზირების გარდა, დროის საზომადაც გამოიყენებოდა, მოსავლის დათესვისა და აღებისათვის.

 

სტრუქტურები თანამგზავრული ფოტოგრაფიის საშუალებით აღმოაჩინეს, ინკების ბილიკების კვლევის დროს.

 

ამ ეტაპზე, მეცნიერები აქტიურად იკვლევენ, რატომ აღმოჩნდა მსგავსი კონსტრუქციები დასახლებული პუნქტებისგან ასე შორის, ატაკამის უდაბნოში.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი