logo_geo
დონალდ ტრამპი: შესაძლოა, კიმ ჩენ ინთან შეხვედრა არც შედგეს
- +

18 აპრილი. 2018. 02:53

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი შეხვედრა ჩრდილოკორეელ ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაიმართება.

 

„ჩვენ ძალიან მალე გვექნება შეხვედრა კიმ ჩენ ინთან. ეს მოხდება, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში, ან უფრო ადრე. ეს დამოკიდებულია იმაზე, საქმე თუ კარგად წავა, შესაძლოა არც წავიდეს კარგად და ჩვენ მაშინ არ გვექნება შეხვედრა“, - განაცხადა ტრამპმა.

 

 

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს მაისის ბოლოს შეხვდებიან, მანამდე კი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრაა აპრილის ბოლოს დაგეგმილი.

big_banner
არქივი