სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის ედგარ ჯანოიანის ინფორმაციით, სომხეთის პოლიციამ დღეს ერევანში საპროტესტო აქციების 66 მონაწილე დააკავა.
„პოლიციის განყოფილებებში დღეს 66 მოქალაქე გადაიყვანეს“, - განაცხადა ჯანოიანმა.
მომიტინგეთა ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა პოლიციას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს. აქციის მონაწილეები სწორედ სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ.