logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა
- +

18 აპრილი. 2018. 19:52

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა.

 

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 24 ივნისს გაიმართება.

 

თურქეთის პრეზიდენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციური „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერს დევლეთ ბაჰჩელის შეხვდა.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინ დევლეთ ბაჰჩელიმ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდება გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო.

 

 

big_banner
არქივი