logo_geo
წამოდით სამსახურიდან და გახდით კატების პროფესიონალი მომფერებელი ირლანდიაში
- +

19 აპრილი. 2018. 00:31

 

 

ირლანდიაში, დუბლინის გარეუბანში, გამოჩნდა რეკლამა, რომელიც კატების ნებისმიერ მოყვარულს დასაქმების არაჩვეულებრივ შანსს აძლევს.

 

საქმე ის არის, რომ ერთ-ერთმა ვეტერინარულმა კლინიკამ, უჩვეულო და ბევრისთვის საოცნებო პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.

 

კლინიკაში დასაქმებულს კი კვალიფიკაციასთან ერთად, სასურველია ძალიან უყვარდეს კატები, ჰქონდეს ნაზი ხელები და "პაციენტის" დასამშვიდებლად, რბილ და მოსიყვარულე ხმაზე საუბრობდეს.

 

თუ ფიქრობთ, რომ ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებთ და სამსახურშიც მონოტონური საქმეების შესრულება მოგბეზრდათ, გამოიყენეთ შანსი და გამოიმუშავეთ ხელფასი ყველაზე სასიამოვნო გზით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი