logo_geo
რატომ არის საშიში უფასო Wi-Fi
- +

19 აპრილი. 2018. 04:10

 

 

დღეს რთული წარმოსადგენია ისეთი აეროპორტი, კაფე ან სავაჭრო ცენტრი, სადაც არ არის მუდმივი წვდომა ინტერნეტზე ანუ საჯარო Wi-Fi. ის თითქმის ყოველთვის უფასოა და ბევრად მოსახერხებელი, ვიდრე მობილურის ინტერნეტი. მაგრამ არსებობს პირადი მონაცემების დაცვის საფრთხე.

 

როდესაც თქვენ საჯარო ქსელს უკავშირდებით, თქვენი ტრაფიკის ხელში ჩაგდება, ანუ იმის გაგება თუ რომელ ვებგვერდებს სტუმრობდით და რა ინფორმაციას ცვლიდით, იოლია. ბოროტმოქმედისათვის ამის გარკვევა მარტივია თუ თქვენი ტრაფიკი არ არის დაცული HTTPS პროტოკოლით.

 

პროტოკოლი HTTPS - შიფრავს ტრაფიკს და იმ შემთხვევაშიც თუ მონაცემებს ხელში ჩაიგდებენ მათი წაკითხვა შეუძლებელია. არსებობს ასევე პროტოკოლი HTTP, რომელიც არაფერს არ შიფრავს და მოპოვებული მონაცემების წაკითხვა იოლია.

 

ამასთან მნიშვნელობა არ აქვს სტუმრობთ თუ არა სადავო ვებგვერდებს ან გაქვთ თუ არა ისეთი მიმოწერა, რომლითაც თქვენი კომპრომეტირება შეიძლება. პრობლემა ის არის, რომ თქვენს მონაცემებში, რომელზეც ბოროტმოქმედი წვდომას მოიპოვებს, შეიძლება აღმოჩნდეს პაროლები, მაგალითად, თქვენი საფოსტო ყუთიდან, საიდანაც თქვენი სოცქსელების და ინტერნეტ ბანკის პაროლების გაგება შეიძლება.

 

ტრაფიკთან წვდომის მოპოვება სხვადასხვა გზით შეიძლება, მაგალითად, მარტივი მზა პროგრამებით, რომელსაც ნებისმიერი მსურველი ინტერნეტიდან ჩამოტვირთავს. ასეთი პროგრამის დახმარებით საჯარო ქსელში მონაცემთა პაკეტების ხელში ჩაგდება ადამიანს ჰაკერის უნარების გარეშეც შეუძლია. არსებობს უფრო ცბიერი ვარიანტი. ბოროტმოქმედი თავის Wi-Fi-ს ისეთ სახელს დაარქმევს, რომ ადამიანები მას პოპულარულ უფასო ქსელად მიიჩნევენ, მაგალითად MCDONALDS_FREE_WIFI. მსხვერპლი, რომელიც ასეთ ქსელს სიხარულით მიუერთდება მთელ თავის ტრაფიკს ბოროტმოქმედის კომპიუტერით „გაატარებს“. თუ ტრაფიკი HTTPS-ით დაცული არ არის, მის შინაარს ძალიან იოლად წაიკითხავენ.

 

თუ თქვენ მხოლოდ HTTPS პროტოკოლით დაცულ ვებგვერდებს სტუმრობთ ეს ძალიან კარგია, მაგრამ მაინც არსებობს სქემები, რომლითაც თქვენი ტრფიკის მოპარვა შეიძლება. თანამედროვე ბრაუზერებს შეუძლიათ სახიფათო სიტუაციების ამოცნობა და მომხმარებლის წინასწარ გაფრთხილება. მომხმარებლის ამოცანაა - ასეთი შეტყობინებები არ უგულებელყოს. მაგალითად, თუ თქვენ მიუერთდით საჯარო Wi-Fi-ს, გახსენით ვებგვერდი და ბრაუზერმა ასეთი სურათი გიჩვენათ, გაფრთხილებას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. მისამართის ველში გაწითლებული და გადახაზული ბოქლომი - საფრთხის ნიშანია. ამა თუ იმ ფორმით მსგავსი სიგნალიზაცია ყველა ნორმალურ ბრაუზერშია.

 

 

 

მაგრამ ასპროცენტიანი დაცულობის გარანტი მწვანე ფერის ბოქლომიც არ არის. მიაქციეთ ყურადღება url-მისამართს. თუ ის სწორია, ესე იგი ყველაფერი წესრიგში. მაგრამ თუ მაგალითად, gmail.com გადაიქცა gmaill.com-ად სჯობს ასეთი ვებგვერდის დროულად დატოვება.

 

რაც შეეხება საჯარო Wi-Fi-ის ქსელში მესენჯერებით სარგებლობას, ყველა მსხვილი და ცნობილი მესენჯერები, როგორებიცაა მაგალითად, Facebook Messenger და WhatsApp, იყენებენ კოდურ არხებს. ასეთი ტრაფიკის ხელში ჩაგდებას ბოროტმოქმედებისათვის აზრი არ აქვს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი