logo_geo
ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა - არიან დაღუპულები
- +

19 აპრილი. 2018. 14:49

 

 

ინდონეზიაში, ცენტრალური იავას პროვინციაში 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

 

როგორც ქვეყნის სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სააგენტოში განაცხადეს, მიწისძვრის შედეგად 316 საცხოვრებელი სახლი, ოთხი მეჩეთი და ორი საჯარო სკოლა დაინგრა.

 

2 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს.

 

 

big_banner
არქივი