logo_geo
„პირი ჭამისთვის არის“ - უგანდას პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს
- +

20 აპრილი. 2018. 11:25

 

 

უგანდას პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს. იოვერი მუსევენი აცხადებს, რომ ეს უცხოელების ბრალია, რომლებმაც უგანდაში ორალური სექსი შემოიტანეს.

 

„ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და გავაფრთხილო ჩვენი მოსახლეობა აუთსაიდერების მიერ შემოტანილი არასწორი პრაქტიკების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი არის, როგორც ისინი უწოდებენ - ორალური სექსი. პირი ჭამისთვის არის და არა სექსისთვის. ჩვენ ვიცით სექსის მისამართი, ჩვენ ვიცით, სადაც სექსი შეიძლება იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მუსევენმა 2014 წელს ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ აქტს მოაწერა ხელი, რის შედეგადაც უგანდაში ჰომოსექსუალობა კანონით აკრძალულია. აქტის მიხედვით, დამნაშავედ მიიჩნევა ის ადამიანიც, ვისაც სხვისი ჰომოსექსუალობის შესახებ ექნება ინფორმაციას და არ განაცხადებს ამის შესახებ.

 

 

 

big_banner
არქივი