logo_geo
არქიტექტორებმა დასაკეცი ცათამბჯენი გამოიგონეს
- +

20 აპრილი. 2018. 11:48

 

 

აშშ-ში ცათამბჯენების არქიტექტურული პროექტების კონკურსი eVolo დასრულდა, რომლის გამარჯვებულები პოლონელი არქიტექტორები - დამიან გრანოსიკი, იაკუბ კულისა და პეტრ პანჩიკი გახდნენ. მათ დასაკეცი ცათამბჯენის პროექტი წარადგინეს. ინფორმაციას Dezeen-ი ავრცელებს.

 

Skyshelter.zip-ის კონცეფცია მისი კატასტროფებისა და სტიქიური უბედურების დროს გამოყენებისთვის შემუშავდა, რათა დიდი რაოდენობით ადამიანისთვის გახდეს თავშესაფარი. შენობა ადვილად თავსდება ყუთში კონსტრუქციის ბაზის ზომაზე და სამხედრო ვერტმფრენების საშუალებით მისი გადაადგილებაც შესაძლებელია.

 

შეფუთული შენობის გასაშლელად ჰელიუმის ბალონი გამოიყენება. მისი სიმაღლე საჭიროების მიხედვით რეგულირდება. ცათამბჯენის შიგნით გათვალისწინებულია ჰოლი, სამედიცინო ოთახი, საძინებლები, ოთახები ხელსაწყოების შესანახად და ხილ-ბოსტნეულის მოსაყვანი ფერმებიც კი. მის სახურავზე განთავსებულია სპეციალური მოწყობილობა წვიმის წყლის შესაგროვებლად და მის გასაფილტრად.

 

არქიტექტორების თქმით, Skyshelter.zip-ი 30-ჯერ ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე ანალოგიური დატვირთვის მქონე კარვებით მოწყობილი სამაშველო შტაბი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი