logo_geo
ელისაბედ II 92 წლის გახდა
- +

21 აპრილი. 2018. 13:48

 

 

დიდი ბრიტანეთის მონარქი ელისაბედ II 92 წლისა გახდა.

 

ელისაბედ II-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით „როიალ ალბერტ ჰოლში“ საღამოს კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე ბრიტანელი შემსრულებლის, სტინგის სიმღერები გაიჟღერებს. შესრულდება სტინგისა და კაილი მინოუგის ერთობლივი დუეტიც. საღამოზე სხვა მომღერლებიც წარსდგებიან.

 

საღამოს დედოფალი ელისაბედი დაესწრება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა პრინცი ჩარლზიც.

 

ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში, ბრატონის ქუჩაზე დაიბადა. ის ტახტზე 1952 წელს, 25 წლის ასაკში  ავიდა. ელისაბედ მეორე 66 წელია დიდი ბრიტანეთის დედოფალია.

 

 

big_banner
არქივი