logo_geo
მექსიკაში UEFA-ს თასი მოიპარეს
- +

21 აპრილი. 2018. 14:29

 

 

მექსიკაში საჩვენებლად ჩატანილი UEFA-ს თასი უცნობებმა გაიტაცეს. ის მალევე ქალაქ გუანახუატოში იპოვეს. ინფორმაციას „The Guardian“ ავრცელებს.

 

როგორც აღმოჩნდა, ევროპა ლიგის თასი ქალაქ ლეონში ჩვენების შემდეგ მანქანით მიჰქონდათ. სწორედ მანქანიდან მოხერხდა მისი გატაცება. თასი გუანახუატოს კრიმინალურმა პოლიციამ დააბრუნა.

 

თასი მექსიკაში კომპანია „FedEx“-მა ჩაიტანა. ის ევროპის ჩემპიონთა ლიგის გენერალური სპონსორია 2015 წლის შემდეგ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი