logo_geo
სერიალი „გრეის ანატომია“ ეთერში მე-15 სეზონით დაბრუნდება
- +

21 აპრილი. 2018. 16:36

 

 

სერიალი „გრეის ანატომია“ ეთერში მე-15 სეზონით დაბრუნდება.

 

გადაწყვეტილება ამის შესახებ ABC-ის პრეზიდენტმა და სერიალის მთავარმა პროდიუსერმა შონდა რაიმსმა ერთობლივად მიიღეს. ABC-ის დირექტორის, ჩენინგ დანგის განცხადებით, არხის ხელმძღვანელობის მიზანია, „გრეის ანატომიამ“ სერიალ „სასწრაფოს“ აჯობოს, რომელიც 15 სეზონისგან შედგებოდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი 14 წელია გადის, „გრეის ანატომია“ არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა. გარდა მაყურებლების დიდი რაოდენობისა, სერიალი წარმატებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და 125-ზე მეტ ქვეყანაში გადის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი