მოსკოვში ქარიშხალის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა Twitter-ზე დაწერა. დაშავებულია 12 ადამიანი.
„გოგო, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს", - განაცხადა მოსკოვის მერმა.
გამოცემა „ინტერფაქსის“ ცნობით, პადმასკოვიაში ასევე დაიღუპა კაცი, რომელსაც ქარის გამო სამშენებლო სტრუქტურა მოხვდა.
მოსკოვში ქარიშხლის საშიშროების შესახებ დღეს დილით განაცხადეს.