logo_geo
ჩინეთში „დრაკონის ნავების“ შეჯახების შემდეგ 11 ადამიანი დაიღუპა
- +

21 აპრილი. 2018. 22:33

 

ჩინეთში, მდინარეში „დრაკონის ნავების“ შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაკარგულად მიიჩნევა. ინციდენტი სამხრეთ ჩინეთში გუანსი-ჩუანის რაიონში მოხდა.

 

ჩინეთში „დრაკონის ნავების“ შეჯიბრი ეროვნული დღესასწაულის „დუანიუს“ (ზაფხულის დღესასწაული) ფარგლებში უნდა გამართულიყო. შეჯიბრის მზადებისას ორმა ნავმა მართვა დაკარგა და ერთმანეთს შეეჯახა. ნავები გადაბრუნდნენ და წყალში ერთდროულად 57 ადამიანი აღმოჩნდა. მაშველებმა 40 მათგანის ამოყვანა მოახერხეს.

 

ღონისძიების ორი ორგანიზატორი დაკავებულია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი