logo_geo
აშშ-ში ბარბარა ბუშის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა
- +

22 აპრილი. 2018. 01:18

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მეუღლესთან, ბარბარა ბუშთან დამშვიდობების ცერემონია ჰიუსტონის საეპისკოპოსო ტაძარში ჩატარდა. ცერემონიას 1500-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი, ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი მეუღლესთან, ჰილარი კლინტონთან ერთად. ასევე ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი ცოლი მიშელი.

 

ამერიკის ამჟამინდელი ლიდერი დონალდ ტრამპი დაკრძალვის ცერემონიას არ ესწრებოდა. „იმისათვის, რომ დამატებითი უსაფრთხოების ზომების გამო ზედმეტი უხერხულობა არ შეიქმნას და იმ პატივისცემის გამო, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ბუშების ოჯახის მიმართ აქვს, ის დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება,“-ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

92 წლის ბარბარა ბუში 18 აპრილს გარდაიცვალა. ის აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის მეუღლე და 43-ე პრეზიდენტის დედა იყო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი