logo_geo
გერმანიის ყველაზე ცნობილ ღამის კლუბს დახურვა ემუქრება
- +

22 აპრილი. 2018. 01:44

 

ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე ბერლინის ყველაზე პოპულარული ღამის კლუბი ბერგჰაინი, სავარაუდოდ, ლიცენზიას დაკარგავს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

 

AfD (ალტერნატივა გერმანიისთვის) მოითხოვს, რომ კლუბის სამუშაო საათები საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე შეიზღუდოს, რათა ის “ნატურალურ ბიოლოგიურ რითმში” ჩადგეს და ასევე, კლუბის ბნელი ოთახები, სადაც სექსუალური აქტები ხდება, სპეციალური განათებითა და მომუშავე პერსონალით აღიჭურვოს.

 

ბერგჰაინი გერმანიაში ყველაზე ცნობილი კლუბია, სადაც ტექნო მუსიკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. როგორც ცნობილია, ბევრი ტურისტი მხოლოდ ამ კლუბის გამო სტუმრობს ბერლინს.

 

2016 წელს გერმანიაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, ღამის კლუბს დაბალი გადასახადები უნდა დაეკისროს, რადგან ის, კლასიკურ კონცერტებთან შედარებით, მაღალი კულტურის გავრცელებასა და განვითარებას უწყობს ხელს.

 

ლიცენზიის დაკარგვის საფრთხე კლუბს მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ წელს ბერგჰაინში 30 წლის ამერიკელი ქალბატონი ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. AfD ამტკიცებს, რომ კლუბი თავისი მუდმივი სამუშაო საათებით ამფეტამინის მიღებისკენ უბიძგებს მოსახლეობას.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი